- პროექტის სახელწოდება: ,,წელიწადის დროები”
- პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას წელიწადის დროებთან, ქმნიან ჩანახატებსა და ნახატებს, ეძებენ ლიტერატურას.
- პროექტის აქტუალობა: გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეების მხრიდან დაისვა საინტერესო კითხვები თემასთან დაკავშირებით, იმისათვის რომ გამეცა მათთვის ამომწურავი პასუხი თითოეულ კითხვაზე გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება. დამატებითი ინფორმაციის მიღება წელიწადის დროებზე.
- პროექტის მიზნები: მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება (აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა, მრავალგვარი აზროვნება და სხვა);დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის, უცხო სამყაროს მიმართ; თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა.
- მონაწილეთა ასაკი: 6-9
- ვადები/ხანგრძლივობა:2017-2018 წლები
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ჩანახატებს, ნახატებსა და/ან ლექსებს; მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა; შექმნიან ბლოგს.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სლაიდშოუ, სასწავლო მასალა, პროექტი, English World 2,
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მსჯელობა საკუთარი არჩევანის შესახებ; ნახატების, ჩანახატების ან/და ლექსების შექმნა; მხატვრობას, მუსიკასა და ფოლკლორში შესაბამისი ნიმუშების მოძებნა; გამოკითხვის ჩატარება, ინფორმაციის მოძიება და მონაცემების გადამუშავება; გამოფენის მოწყობა; ბლოგის შექმნა.ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში, სადაც მოსწავლეები მოახდენენ სეზონების მიხედვით მცენარეების ცლილებებზე დაკვირვებას.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება: მოსწავლეები ხატავენ წელიწადის დროებს; მხატვრობასა და მუსიკაში ეძებენ შესაბამის ნიმუშებს.ლიტერატურა: ქმნიან ლექსებსა და ჩანახატებს; ეძებენ საჭირო ნიმუშებს ლიტერატურასა და ფოლკლორში.ბუნება: თავიანთი ნახატების მეშვეობით გადმოსცემენ წელიწადის დროების თავისებურებებსმათემატიკა: მონაცემების გადამუშავება საინფორმაციო ტექნოლოგიები: ინტერნეტში მასალის მოძიება, ბლოგის შექმნა.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ნანო ჭეიშვილი
- ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:nanotcheishvili1@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://nanotcheishvili.blogspot.com/
პროექტები და ღონისძიებები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment